ახალი ამბები

მრავალშვილიანი ოჯახების იპოთეკური სესხის სუბსიდირება – პრემიერის ინიციატივა

25 ივნისი, 2021 • 1942
მრავალშვილიანი ოჯახების იპოთეკური სესხის სუბსიდირება – პრემიერის ინიციატივა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იწყება ახალი პროგრამა, რომელიც მრავალშვილიან ოჯახებს იპოთეკური სესხის სუბსიდირების საშუალებას მისცემს.

„ვიწყებთ ახალ პროგრამას ოჯახებისთვის, საცხოვრებელი ბინების ხელშეწყობის მიზნით, მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ოჯახებს, რომლებსაც შეეძინებათ შვილი, ექნებათ საშუალება ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით და ამით გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები“,- თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერს ამ საკითხზე მეტი დეტალი ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია.

დღეს ირაკლი ღარიბაშვილი 2020 წლის ანგარიშით პარლამენტის წინაშე წარდგა.

სიტყვით გამოსვლისას მან თქვა, რომ აღნიშნული ინიციატივების უზრუნველსაყოფად – „მიმდინარე და 2022 წლების პერიოდში მოხდება დამატებით 300 მილიონ ლარზე მეტი რესურსის მობილიზება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი