ახალი ამბები

სოფელ სამებასთან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

25 ივნისი, 2021 • 947
სოფელ სამებასთან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით, სოფელ სამებასთან 3.0 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მიმდინარე თვეში სოფელ სამებასთან ეს უკვე მეექვსე მიწისძვრაა.

6 ივნისს, 20:00 საათიდან 22:00 საათამდე ნინოწმინდის სოფელ სამებასთან ერთი და იმავე სიმძლავრის 3 მიწისძვრა მოხდა. 2.9 მაგნიტუდის მიწისძვრა აღნიშნულ ტერიტორიაზე 14 ივნისს მოხდა, მეორე დღეს, 15 ივნისს კი- 3.3 მაგნიტუდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი