ახალი ამბები

ბათუმის კოპირებული “12 სეზონი”

3 თებერვალი, 2015 • 1249
ბათუმის კოპირებული “12 სეზონი”

როცა
გიორგი კირთაძე საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს, მან განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი ამოცანა, სწორედ ურბანიზაციის საკითხების საჯაროდ გადაწყვეტა იქნებოდა. თუმცა, ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას,
საკრებულომ
საზოგადოებრივი
აზრის გაზიარების გარეშე დაუჭირა მხარი. `პროგრამების მომზადება და განხილვა, კანონის მიხედვით, მერიის პრეროგატივაა. თუ ეს მიუღებელი იქნება, მხარს არ დავუჭერთ", _ აცხადებს გიორგი კირთაძე. მისი თქმით, ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა უკვე დამტკიცებულია და `ამის გარეშე ზღვისპირა ზოლში ვერავინ ვერაფერს დადგამს". 

 

მერიის
ურბანული განვითარების პროგრამაში წერია, რომ "ბათუმისთვის მნიშვნელოვანია თავისი მიდგომის პოვნა, რათა მას გააჩნდეს განუმეორებელი სახე". აშკარაა, რომ ამ "განუმეორებელ სახეს" ქალაქის ხელმძღვანელები,
ევროპული არქიტექტურული ნიმუშების კოპირებაში ხედავენ:

 

 

 

ქალაქის
კეთილმოწყობის
სამსახურში
ამბობენ, რომ პროექტს, რომელსაც `12 სეზონი~ ჰქვია, მუსიკალურ საკრავებიანი 12
ბიჭუნას სახით იქნება წარმოდგენილი. ეს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში განთავსებული ქანდაკებების ანალოგიაა და არა რაიმე ექსკლუზიური გადაწყვეტილება.

 

 

საკრებულოს
განათლებისა
და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ამაში პრობლემას ვერ ხედავს. მისი თქმით, `მსოფლიო ხელოვნებაში ბევრი რამ მეორდება".

 

ქალაქის
კეთილმოწყობის
სამსახურის
უფროსის მოადგილის, თენგო პეტრიძის თქმით, `კომპოზიციების დადგმა ქალაქის ხელმძღვანელობის
გადაწყვეტილებაა~. საკრებულოს `რესპუბლიკელი~ წევრები კი ამბობენ,
რომ მათ კომპოზიციების პროექტი არ უნახავთ, _ მოთხოვნის მიუხედავად ინფორმაცია არ მიაწოდეს. მათი აზრით, `საქსაფონიანი ბიჭების სკულპტურების დადგმას მოსახლეობა უნდა წყვეტდეს და არა მერი ან პრეზიდენტი".

 

 

ანალოგიური
ვითარებაა
საზაფხულო
თეატრთან დაკავშირებითაც.
წლების წინ დამწვარი თეატრის აღდგენაზეც მერიაში მწირი ინფორმაცია არსებობს. ზეპირ საუბარში მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები
ამბობენ, რომ შენობის აგება ნამდვილად იგეგმება, თუმცა, არ იციან რა ვადებში. არც იმაზე ყოფილა მსჯელობა, შენობა ძველის ზუსტი ანალოგი უნდა იყოს თუ შეიცვლება. საკრებულოს წევრის, თემურ ყურაშვილის აზრით, ძველი ვარიანტის კოპირება აუცილებელი არ არის, რადგან მოთხოვნა როგორც მოცულობით, ასევე არქიტექტურულად გაიზარდა.

 

თეატრის
აღდგენის გადაწყვეტილება მერიამ მას შემდეგ მიიღო, რაც  კომპანია "ბაგები სითმა" ამ ტერიტორიაზე
ინვესტიციების
ჩადებაზე უარი განაცხადა. ხელშეკრულება მერიასა და კომპანიას შორის გასულ ზაფხულში გაუქმდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი