ახალი ამბები

საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის 40%-იანი ბარიერი წესდება

24 ივნისი, 2021 • 1703
საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის 40%-იანი ბარიერი წესდება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40%-იანი ბარიერი დაწესდება.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ “საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო ჯგუფებს შორის კონსულტაციების შემდეგ განაცხადა.

“გვაქვს მნიშვნელოვანია სიახლე, რაზეც დავეთანხმეთ ოპოზიციას. 40%-იანი ბარიერი იქნება დადგენილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის. ეს არის დამატებითი სიახლე, რაც აისახება მეორე მოსმენის დროს საარჩევნო კოდექსი”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ დრომდე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის ბარიერი არ არსებობდა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების პროექტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი