ახალი ამბები

გახარიას პარტიას გამოკითხულთა 8% ემხრობა | IPSOS-ის კვლევა

23 ივნისი, 2021 •
გახარიას პარტიას გამოკითხულთა 8% ემხრობა | IPSOS-ის კვლევა

“მთავარი არხის” დაკვეთით ჩატარებული IPSOS-ის კვლევის თანახმად, შეკითხვაზე, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32 პროცენტი აცხადებს, რომ ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემდა, 23 პროცენტი მხარს “ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭერდა, ხოლო გიორგი გახარიას მიერ ახლად შექმნილ პარტიას “საქართველოსთვის” გამოკითხულდა 8 პროცენტი მისცემდა ხმას.

კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა გამოკითხულთა 11-მა პროცენტმა.

კვლევის თანახმად, დანარჩენი პარტიების მხარდაჭერა შემდეგნაირად გამოიყურება.

  • “გირჩი – მეტი თავისუფლება” – 5%
  • “ევროპული საქართველო” – 3%
  • “ლეიბორისტული პარტია” – 3%
  • “პატრიოტთა ალიანსი” – 3%
  • “ლელო საქართველოსთვის” – 2%
  • “სტრატეგია აღმაშენებელი” – 2%
  • “მოქალაქეები” – 2%
  • “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა” – 1%
  • “დროა” – 1%
  • “გირჩი” – 1%
  • “ერთობა, რაობა, იმედი – ერი” – 1%
  • სხვა – 2%

გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავდა პერიოდს 7-დან 17 ივნისის ჩათვლით. პირისპირ გასაუბრების გზით გამოკითხა 18 წელს ზემოთ ასაკის 1000 რესპონდენტი, რომლებიც შემთხვევითი პრინციპით შეარჩიეს.

მონაცემების ცდომილების ზღვარი +/- 3%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი