ახალი ამბები

ბოლო ორ თვეში პირველად, ისრაელში კორონავირუსის 100-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

22 ივნისი, 2021 • 1261
ბოლო ორ თვეში პირველად, ისრაელში კორონავირუსის 100-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 2 თვეში პირველად, ისრაელში კორონავირუსის 100-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. ორშაბათის ტესტირების შედეგად ქვეყანაში 125 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

როგორც Haaretz  ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს, ახალი შემთხვევების დაახლოებით 70% კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტია. ესაა ახალი შტამი, რომელიც თავდაპირველად ინდოეთში აღმოაჩინეს. ამასთანავე, ახალი შემთხვევების ნახევარი ბავშვებზე მოდის, მესამედი კი- უკვე აცრილებზე.

დღეს ისრაელში კორონავირუსის 434 აქტიური შემთხვევაა, აქედან 258 მძიმე მდომარეობაშია. ამასთანავე, ქვეყანაში 5.5 მლნ ადამიანი კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზით აიცრა, 5.1-მა მილიონმა კი მეორე დოზაც მიიღო.

შემთხვევების მატებასთან ერთად, ისრაელში ამიერიდან ნიღბების ტარება სკოლებში სავალდებულოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი