თბილისში, რუსთაველის გამზირის #44-ში მდებარე რესტორანი “მარკო პოლო” დაიხურა, ფართი ამჟამად ქირავდება.
როგორც რესტორნის ფართის მფლობელმა, ელენე დავითაიამ “ნეტგაზეთთან” განაცხადა, “მარკო პოლო” ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებისას დაიკეტა, თუმცა ახლა რუსთაველის #44 ნომერში მდებარე ფართი უკვე ქირავდება.
“პანდემიის პრობლემების გამო დაიხურა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რესტორანს არ უმუშავია საერთოდ, მეორე წელია. პანდემიამდე რენოვაცია გაკეთდა, შემდეგ პანდემია დაიწყო და დაიხურა რესტორანი”, – განმარტა ფართის მესაკუთრემ.
რესტორანი “მარკო პოლო” თბილისში, რუსთაველის #44-ში 1990-იანი წლებიდან ფუნქციონირებდა.
გარეკანის ფოტო: FB/ვახუშტი მენაბდე