ახალი ამბები

2021 წელს პირბადის გამო დაჯარიმების სტატისტიკა გასამმაგდა

22 ივნისი, 2021 • 910
2021 წელს პირბადის გამო დაჯარიმების სტატისტიკა გასამმაგდა

2021 წელს პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაჯარიმების ფაქტები, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით სამჯერ გაიზარდა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის კითხვის პასუხად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2020 წლის 12 ივნისიდან 31 დეკემბრამდე გამოვლენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა მე-11 მუხლით (ძალაში შევიდა 2020 წლის 12 ივნისიდან) სამართალდარღვევის 58 857 ფაქტი, ხოლო 2021 წლის იანვარ-მაისში — 147 073 (წინასწარი მონაცემები).

ამასთან, შსს აღნიშნავს, რომ ეს არის წინასწარი მონაცემები, მონაცემთა შემდგომი დამუშავება კი წარმოებს პირველადი, შუალედური და შემაჯამებელი ანგარიშგების სახით.

პირბადეების გამოყენება დღეიდან მხოლოდ ტრანსპორტში, დახურულ სივრცეებში და გაჩერებებზე იქნება აუცილებელი.

დღეიდან ღია სივრცეში პირბადეები სავალდებულო აღარ არის

მასალების გადაბეჭდვის წესი