ახალი ამბები

დღეიდან ღია სივრცეში პირბადეები სავალდებულო აღარ არის

22 ივნისი, 2021 • 868
დღეიდან ღია სივრცეში პირბადეები სავალდებულო აღარ არის

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პირბადეების გამოყენება დღეიდან მხოლოდ ტრანსპორტში, დახურულ სივრცეებსა და გაჩერებებზე იქნება აუცილებელი. ამის შესახებ ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამ საკითხზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემაც. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ღია სივრცეებში პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ იქნება, მისი გაკეთება მაინც რეკომენდირებული და მიზანშეწონილია:

“გასაგებია, რომ პირბადე არ იქნება აუცილებელი გარე სივრცეებში, მაგრამ ის რეკომენდირებულია. ამიტომ, ვისაც უნდა და მიზანშეწონილად მიაჩნია, მან უნდა ატაროს და გეტყვით, რომ მიზანშეწონილია ჯერჯერობით ვატაროთ პირბადე, მაგრამ ის არ იქნება სავალდებულო. ის სავალდებულო იქნება დიდი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, გაჩერებებზე, მეტროში, დახურულ სივრცეებში და ა.შ.”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი