ახალი ამბები

“ნეონაცისტურმა ჯგუფებმა თბილისში პანკ ფესტივალის ჩაშლა უშედეგოდ სცადეს” — CPD

22 ივნისი, 2021 • 11527
“ნეონაცისტურმა ჯგუფებმა თბილისში პანკ ფესტივალის ჩაშლა უშედეგოდ სცადეს” — CPD

არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩართულობის და განვითარების ცენტრის” ინფორმაციით,  9 ივნისს თბილისის იპოდრომზე ნეონაცისტური ჯგუფები თავს დაესხნენ პანკ-მუსიკის ფესტივალ Punk Activity-ს და მისი ჩაშლა სცადეს.

ცენტრის ცნობით, ფესტივალზე ულტრანაციონალისტური დაჯგუფების 40-მდე წევრი მივიდა და ფესტივალის მონაწილეებსა და პუბლიკას თავს დაესხა, პოლიციელებმა რამდენიმე თავდამსხმელი ადგილზე დააკავეს, ფესტივალს გაარიდეს, მუსიკალური ღონისძიება კი გაგრძელდა. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ დაკავებული არავინ არ არის.

“ჩართულობის და განვითარების ცენტრის” ცნობით, თავდამსხმელთა შორის იყვნენ მოზარდებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი