ახალი ამბები

ენმ სასამართლო “კლანზე” საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დაარეგისტირებს

21 ივნისი, 2021 • 1176
ენმ სასამართლო “კლანზე” საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დაარეგისტირებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დღეს, 21 ივნისს, პარლამენტში დაარეგისტრირებს საკითხს სასამართლო სისტემაში “კლანურ მმართველობაზე” დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

“ფრაქცია “ენმ/ძალა ერთობაშია” რეგლამენტის თანახმად მიმართავს საქართველოს პარლამენტს მოთხოვნით, რომ პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის კლანურ მმართველობას საერთო სასამართლოებში, დაადგენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და მართლმსაჯულების მიმართულებით კლანის გადაწყვეტილებებს. ეს ანგარიში შემდეგ გადაეგზავნება ჩვენს საერთაშორისო პარნტიორებს”, — განაცხადა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ.

მან ოპოზიციას მოუწოდა, მხარი დაუჭირონ საგამოძიებო კომისიის შექმნას.

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესასწავლად, სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევის მიზნით. კომისიის შექმნის საფუძველია:

  • ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს;
    ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვის შესახებ;
  • დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიცირების უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს. კომისიის შექმნას სჭირდება 50 დეპუტატის მხარდაჭერა, ხოლო მოწინააღმდეგეთა ხმები გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება. კომისიის შემადგენლობაშიც ოპოზიციის წარმომადგენლობა არ შეიძლება იყოს ნახევარზე ნაკლები. ამ დროისთვის პარლამენტში 64 ოპოზიციონერი დეპუტატია.

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა. კომისია უფლებამოსილია გაეცნოს სისხლის სამართლის საქმეს, მიმართოს პარლამენტს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე. კომისიას უფლება აქვს, კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში დასვას საკითხი იმ შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე, რომელიც ვალდებულია აღკვეთოს კანონმდებლობის დარღვევა, ასევე, დააყენოს გამოძიების დაწყების, ადმინისტრაციული ან დისციპლინური წარმოების აღძვრის, უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო ქონების გამოთხოვის ან სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საკითხი.

8 საგამოძიებო კომისია, რომლის შექმნაც ოპოზიციას შეუძლია

მასალების გადაბეჭდვის წესი