ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანის პარტია – 53,92%, ქოჩარიანის ბლოკი -21,04% | წინასწარი შედეგები

21 ივნისი, 2021 • 1809
ფაშინიანის პარტია – 53,92%, ქოჩარიანის ბლოკი -21,04% | წინასწარი შედეგები

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2021 წლის 20 ივნისის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ “სამოქალაქო შეთანხმება” 53,92%, ხოლო ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ბლოკმა “სომხეთი” 21,04% მოიპოვა.

შემდეგ ადგილებზე კი გავიდნენ “ღირსების ალიანსი” [მე მაქვს ღირსება]”- 5,23% -ით და გაგიკ წარუკიანის პარტია “აყვავებული სომხეთი” – 3,96%-ით.

არჩევნებში  26 სხვადასხვა პოლიტიკური ძალა მონაწილეობდა, რომელთა ნაწილიც არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ ჩამოყალიბდა.

პარლამენტში მოსახვედრად, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, პოლიტიკურმა ბლოკმა 7%, ხოლო პარტიამ 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს.

სომხეთის პარლამენტში 101+4 დეპუტატი აირჩევა, რომელთაგან ოთხი ეროვნული უმცირესობების, იეზიდების, ასირიელების, ქურთებისა და რუსების წარმომადგენელი იქნება.

მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა “სტაბილური უმრავლესობა”, რაც საპარლამენტო მანდატების 54 პროცენტია.

სომხეთის არჩევნებზე და საარჩევნო სისტემაზე უფრო მეტი წაიკითხეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი