ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში არჩევნებზე აქტივობამ 49.4% შეადგინა

20 ივნისი, 2021 • 884
სომხეთში არჩევნებზე აქტივობამ 49.4% შეადგინა

სომხეთში დღევანდელ, 20 ივნისის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 49.4% შეადგინა, რაც წინა, 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედერებით, დაახლოებით, 1%-ით მეტია.

ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობივე, ერევანში დღევანდელ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 51.55%-იყო.

არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილი ამ ეტაპზე არ არის.

საერთო ჯამში, არჩევნები ქვეყნის მასშტაბით მშვიდ გარემოში ჩატარდა, თუმცა, სომხური მედიის ცნობით, დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე რამდენიმე ინციდენტი მოხდა.

დღეს სომხეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე ერთმანეთს სომხეთის მმართველი პარტია “სამოქალაქო შეთანხმება” და ოპოზიციური პარტიები ან მათ მიერ შექმნილი ბლოკები დაუპირისპირდნენ.

ვრცლად სომხეთის არჩევნების შესახებ წაიკითხეთ აქ.

ამავე თემაზე: 

საპარლამენტო არჩევნები სომხეთში | ფოტორეპორტაჟი

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი