ახალი ამბები

“ნუ გავუსწრებთ მოვლენებს” – წევრიანდება თუ არა ნატა საბანაძე გახარიას პარტიაში

17 ივნისი, 2021 • 1401
“ნუ გავუსწრებთ მოვლენებს” – წევრიანდება თუ არა ნატა საბანაძე გახარიას პარტიაში

პარტიის “საქართველოსთვის” პრესსამსახური განმარტავს, თუ რატომ ესწრებოდა ყოფილი ელჩი ნატა საბანაძე გიორგი გახარიას ბრიუსელში გამართულ ერთ-ერთ შეხევდრას.

ნატა საბანაძე, რომელიც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი იყო ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში და ევროკავშირთან საქართველოს მისიას ხელმძღვანელობდა, თანამდებობა გიორგი გახარიას გადადგომიდან მალევე დატოვა. თუმცა ამ დრომდე მასსა და გიორგი გახარიას შორის თანამშრომლობის შესახებ არც თავად და არც გახარიას არაფერი განუცხადებიათ.

ჯერჯერობით გახარიას პარტიაში საბანაძის გაწევრიანებასთან დაკავშირებით არაფერს ამბობს პარტიის პრესსამსახურიც. თუმცა პარტიაში აცხადებენ, რომ ბრიუსელში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიზიტისთვის, რომელიც მაღალი დონის შეხვედრებისგან შედგება, საბანაძის გამოცდილება უმნიშვნელოვანესი იყო.

“ნატა საბანაძესთან ჩვენს გუნდს აკავშირებს დიდი ხნის საქმიანი ურთიერთობა. მისი გამოცდილება და პროფესიონალიზმი უმნიშვნელოვანესი იყო ამ ვიზიტისთვის. რაც შეეხება მის პარტიაში გაწევრიანებას, დაველოდოთ, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს”, – განუცხადეს ნეტგაზეთს პარტიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი