მინსკიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი თვითმფინრავის ბორტზე მგზავრებმა იჩხუბეს. შემთხვევა გუშინ, 16 ივნისს მოხდა.
რეისის მგზავრების მიერ გავრცელებულ კადრებში ისმის, როგორ მოუწოდებენ ბორტგამცილებლები და პილოტი მგზავრებს სიმშვიდისკენ.
“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, ჩხუბში საქართველოს მოქალაქეები არ მონაწილეობდნენ და დაპირისპირების შედეგად სხეულის დაზიანებები არავის მიუღია.
როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს და გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია ინციდენტში მონაწილე ორივე მხარე.
