ახალი ამბები

კრისტიან ერიკსენს კარდიოსტუმულატორს ჩაუდგამენ

17 ივნისი, 2021 • 1121
კრისტიან ერიკსენს კარდიოსტუმულატორს ჩაუდგამენ

დანიის ნაკრების ფეხბურთელს, კრისტიან ერიკსენს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ მატჩის მიმდინარეობისას მოულოდნლეად გული გაუჩერდა, კარდიოსტიმულატორს ჩაუდგამენ. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

როგორც გამოცემა დანიის ნაკრების მთავარ ექიმზე დაყრდნობით წერს, რომ 29 წლის ფეხბურთელის გამოკვლევებმა კარდიოსტიმულატორის აუცილებლობა გამოავლინა:

“კრისტიანმა მიიღო გადაწყვეტილება პროცედურა ჩაიტაროს. ამავე აზრზე იყვნენ დანიელი და უცხოელი ექიმები, რომლებმაც მისი შედეგები შეისწავლეს. ყველას მოვუწოდებთ, კრისტიანისა და მისი ოჯახის პრივატულობას პატივი სცენ უახლოესი დღეების გამავლობაში” – აცხადებს დანიის ნაკრების ექიმი.

CNN განმარტავს, რომ კარდიოსტიმულატორი მცირე ზომის მოწყობილობაა რომელიც გულმკერდის არეში ინერგება და გულის რიტმს უწევს მონიტორინგს. მოწყობილობა გულთან თხელი კაბელებითაა დაკავშირებული და ანომალიური რიტმის დაფიქსირების შემთხვევაში ელექტრული შოკის ბიძგებს გულისკენ მიმართავს, რის შედეგადაც გულისცემა რეგულირდება.

მოვლენები ევროპის ჩემპიონატის მატჩზე დანიისა და ფინეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის პირველი ტაიმის მიწურულს დრამატულად განვითარდა. შეხვედრის 42-ე წუთზე დანიელი ნახევარმცველი მოედანზე უგონოდ დაეცა.

თანაგუნდელებმა ერიკსენის გარშემო ცოცხალი კედელი აღმართეს, სტადიონზე კი სიჩუმემ დაისადგურა. ექიმები ფეხბურთელის გულის ამუშავებას რამდენიმე წუთის განამვლობაში ცდილობდნენ. როგორც შემთხვევის შემდეგ დანიის ნაკრების ფეხბურთელებმა ერიკსენის ჯანმრთელობის მდგომაროების შესახებ პრესკოფერენციაზე განაცხადეს, ეს ყველაზე საშიში 10 წუთი იყო.

“ის სუნთქავდა და მის პულსს ვგრძნობდი, თუმცა უეცრად ყველაფერი შეიცვალა” ,— ამბობს დანიის ნაკრების ექიმი მორტენ ბოსენი. მისი თქმით, სამედიცინო ჯგუფმა გულის მასაჟისა და ხელოვნური სუნთქვის პროცედურების ჩატარება დაიწყო, თუმცა კრისტიან ერიკსენის გული დეფიბრილატორის გამოყენების შემდეგ ამუშავდა.

29 წლის ფეხბურთელი გულის ხელახლა ამუშავების შემდეგ რეანომობილით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.

“გული ხელახლა ავუმუშავეთ” — რას ამბობენ ექიმები კრისტიან ერიკსენის მდგომარეობაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი