ახალი ამბები

“გული ხელახლა ავუმუშავეთ” — რას ამბობენ ექიმები კრისტიან ერიკსენის მდგომარეობაზე

14 ივნისი, 2021 • 1256
“გული ხელახლა ავუმუშავეთ” — რას ამბობენ ექიმები კრისტიან ერიკსენის მდგომარეობაზე

მოვლენები ევროპის ჩემპიონატის მატჩზე დანიისა და ფინეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის პირველი ტაიმის მიწურულს დრამატულად განვითარდა. შეხვედრის 42-ე წუთზე დანიელი ნახევარმცველი მოედანზე უგონოდ დაეცა.

თანაგუნდელებმა ერიკსენის გარშემო ცოცხალი კედელი აღმართეს, სტადიონზე კი სიჩუმემ დაისადგურა. ექიმები ფეხბურთელის გულის ამუშავებას რამდენიმე წუთის განამვლობაში ცდილობდნენ. როგორც შემთხვევის შემდეგ დანიის ნაკრების ფეხბურთელებმა ერიკსენის ჯანმრთელობის მდგომაროების შესახებ პრესკოფერენციაზე განაცხადეს, ეს ყველაზე საშიში 10 წუთი იყო:

“ის სუნთქავდა და მის პულსს ვგრძნობდი, თუმცა უეცრად ყველაფერი შეიცვალა” ,— ამბობს დანიის ნაკრების ექიმი მორტენ ბოსენი. მისი თქმით, სამედიცინო ჯგუფმა გულის მასაჟისა და ხელოვნური სუნთქვის პროცედურების ჩატარება დაიწყო, თუმცა კრისტიან ერიკსენის გული დეფიბრილატორის გამოყენების შემდეგ ამუშავდა.

29 წლის ფეხბურთელი გულის ხელახლა ამუშავების შემდეგ რეანომობილით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მისი მდგომარეობა დასტაბილურდა:

ნაკრების ექიმის თქმით, ფეხბურთელს უმოკლეს დროში გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, რაც ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლის შესანართუნებლად. ბოსენი აღნიშნავს, რომ 29 წლის სპორტსმენს ახლა კლინიკაში დამატებითი გამოკველვები უტარდება, თუმცა მთავარია, რომ ერიკსენი გონზეა, გული უცემს და კითხვებს გარკვევით პასუხობს:

“ის ჩვენ გვერდით აღარ იყო, გულის შეტევა ჰქონდა. უკან დეფიბრილატორის მეშვეობით დავაბრუნეთ. გამოკვლევების მიხედვით, რომელიც ერიკსენს ამ დრომდე ჩაუტარდა, ყველაფერი რიგზეა. მიზეზი და ახსნა, თუ რა მოხდა, ჯერჯერობით არ გვაქვს”,—  თქვა ექიმმა პრესკონფერენციაზე.

დანიელი ფეხბურთელები საავადმყოფოში გადაყვანილ ერიკსენს მოგვიანებით ტელეფონით ესაუბრდნენ. “ვფიქრობ, თქვენ თავს იმაზე ცუდად გრჩნობთ, ვიდრე მე. კარგად ვარ, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ახლა სავარჯიშოდ მივდიოდე”, — უთხრა თანაგუნდელებს ერისკენმა, დანიის ნაკრების მწვრთნელის თქმით.

თანაგუნდელების თქმით, რომლებიც ერიკსენს ესაუბრნენ, ფეხბურთელს მომხდარი არ ახსოვს. დღეს კი ერიკსენის აგენტმა იტალიურ გამოცემასთან განაცხადა, რომ ფეხბურთელი თავს უკეთ გრძნობს და ამბობს, რომ დანებებას არ აპირებს.

ერიკსენის ჯანმრთელობის მოულოდნელ გაუარესებაზე Associated Press ესაუბრა მილანის ინტერის ექიმს. პიერო ვოლპის თქმით, ერიკსენმა სამედიცინო შემოწმება უპრობლემოდ გაიარა, როდესაც 2020 წლის იანვარში გუნდს ტოტენჰემიდან შეუერთდა. ექიმმა აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, ერიკსენს არ ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები და არც COVID-19 გადაუტანია:

“ამაზე ვისაუბრებთ, როცა შესაფერისი დრო იქნება. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი კრისტიანის გამოჯანმრთელებაა”, — თქვა ინტერის ექიმმა ფეხბურთელის ჯანმრთელობაზე საუბრისას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი