ახალი ამბები

სუს-ის ცნობით, ცხინვალში დაკავებულმა ლაშა ხეთერელმა საპატიმრო დატოვა

17 ივნისი, 2021 •
სუს-ის ცნობით, ცხინვალში დაკავებულმა ლაშა ხეთერელმა საპატიმრო დატოვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულმა ლაშა ხეთერელმა ცხინვალის ციხე დატოვა.

ლაშა ხეთერელი 2020 წლის ზაფხულში დააკავეს და მას ერთი წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

უწყების განცხადებით, ლაშა ხეთერელთან დაკავშირებით სუსი მუდმივ კომუნიკაციას ახორციელებდა „ცხელი ხაზის“ მეშვეობით. აღნიშნულ პროცესში უშუალოდ იყო ჩართული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM).

“ლაშა ხეთერელის უკანონო დაკავების და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების გასათავისუფლებლად” ,- აცხადებენ სახლემწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ცხინვალის საპატიმროში ამ დრომდე რჩება, სულ მცირე, ორი ადამიანი, რომელიც გამყოფ ხაზთან დააკავეს და განაჩენი გამოუტანეს: ზაზა გახელაძე და გენადი ბესტაევი.

მასალების გადაბეჭდვის წესი