ახალი ამბები

პუტინის თქმით, აშშ-ისა და რუსეთის ელჩები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან

16 ივნისი, 2021 • 900
პუტინის თქმით, აშშ-ისა და რუსეთის ელჩები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ის და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეთანხმდნენ, რომ ელჩები საკუთარ პოზიციებს დაუბრუნდებიან და დიპლომატიურ საქმიანობას გააგრძელებენ. აღნიშნულის შესახებ მან აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რუსეთის ელჩი აშშ-ში, ანატოლი ანტონოვი და აშშ-ის ელჩი რუსეთში, ჯონ სალივანი რამდენიმე თვეა, სამუშაო ადგილებზე არ იმყოფებიან. ამის მიზეზი ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში გაუარესებული ურთიერთობებია.

პუტინის თქმით, კითხვა, თუ როდის დაუბრუნდებიან დიპლომატები თავიანთ პოზიციებს, “ძალიან ტექნიკური” დეტალია.

პრესკონფერენციაზე პუტინმა ასევე თქვა, რომ აშშ და რუსეთი კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყებას აპირებენ. მისი განცხადებით, “ორივე მხარემ უნდა აიღოს გარკვეული ვალდებულებები”.

პუტინის განცხადებით, ბაიდენთან შეხვედრა იყო “პროდუქტიული, არსებითი და კონკრეტული”.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს 16 ივნისს, ჟენევაში შეხვდნენ. შეხვედრის დაწყებამდე საერთაშორისო მედია იუწყებოდა, რომ ორი ქვეყნის პირველ პირებს, სხვა საკითებთან ერთად, უკრაინის საკითხიც უნდა განეხილათ.

ამასთან, ვაშინგტონი აცხადებდა,  რომ ბაიდენი პუტინთან საუბრისას რუსეთში ადამიანის უფლებების საკითხის დაყენებასაც გეგმავდა. ამ კონტექსტში ნახსენები იყო რუსი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის საქმეც.

პუტინის თქმით, ნავალნი რუსეთში განგებ დაბრუნდა, რათა დაეკავებინათ

მასალების გადაბეჭდვის წესი