ახალი ამბები

მარჯვენა სანაპიროზე სიჩქარის ზღვარი არ შეცვლილა — მერია

16 ივნისი, 2021 • 3178
მარჯვენა სანაპიროზე სიჩქარის ზღვარი არ შეცვლილა — მერია

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე ავტომობილებისთვის დასაშვები სიჩქარის ზღვარი 50 კმ/სთ-მდე შემცირდა, ფეისბუკზე გავრცელდა, თუმცა მერიაში აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

როგორც “ნეტგაზეთს” მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის დასაშვები სიჩქარის ზღვარი კვლავ 70 კმ/სთ-ია და ინფორმაცია სიჩქარის შემცირების შესახებ არასწორია.

მასალების გადაბეჭდვის წესი