ახალი ამბები

კრისტიან ერიკსენი საავადმყოფოდან წერილს ავრცელებს

15 ივნისი, 2021 • 1467
კრისტიან ერიკსენი საავადმყოფოდან წერილს ავრცელებს

დანიის ნაკრების ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის მატჩის დროს გულის შეტევა დაემართა, საავადმყოფოდან წერილს ავრცელებს.

ერიკსენი გულშემატკივრებს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და აცხადებს, რომ ეს ბევრს ნიშნავს მისთვის და მისი ოჯახისთვის:

“გარემოებების გათვალისწინებით, კარგად ვარ. საავადმყოფოში კიდევ რამდენიმე შემოწმება უნდა გავიარო, თუმცა თავს კარგად ვგრძნობ”, – აცხადებს 29 წლის ფეხბურთელი.

ერიკსენი აღნიშნავს, რომ თანაგუნდელების გულშემატკივრობას გააგრძელებს მომდევნო მატჩებში და მოუწოდებს მათ, მთელი დანიისთვის ითამაშონ.

ევროპის ჩემპიონატის მატჩზე დანიისა და ფინეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის პირველი ტაიმის მიწურულს მოვლენები დრამატულად განვითარდა. შეხვედრის 42-ე წუთზე დანიელი ნახევარმცველი მოედანზე უგონოდ დაეცა.

თანაგუნდელებმა ერიკსენის გარშემო ცოცხალი კედელი აღმართეს, სტადიონზე კი სიჩუმემ დაისადგურა. ექიმები ფეხბურთელის გულის ამუშავებას რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდნენ.

ვრცლად წაიკითხეთ:

“გული ხელახლა ავუმუშავეთ” — რას ამბობენ ექიმები კრისტიან ერიკსენის მდგომარეობაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი