ახალი ამბები

ცალსახაა გზავნილი, რომ ვერც ერთ მესამე ძალას ვერ ექნება ვეტოს უფლება საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხზე – ზალკალიანი

14 ივნისი, 2021 • 976
ცალსახაა გზავნილი, რომ ვერც ერთ მესამე ძალას ვერ ექნება ვეტოს უფლება საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხზე – ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეხმაურება NATO-ს დღევანდელ, 14 ივნისს გავრცელებულ კომუნიკეს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ წევრი ქვეყნები ადასტურებენ  იმ გადაწყვეტილებას, რომელიც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიიღეს – კერძოდ კი იმ პირობას, რომ საქართველო წევრი ქვეყანა გახდება გაწევრიანების სამოქმედო გეგმასთან (MAP) ერთად – „როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილი“.

ამ დოკუმენტს საქართველოს საგარეო უწყება დადებითად აფასებს, კერძოდ, დავით ზალკალიანი ამბობს:

„კომუნიკეში გაჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პასაჟი, სადაც მოკავშირეები ხაზს უსვამენ საქართველოს სუვერენულ უფლებას, აირჩიოს საგარეო პრიორიტეტები და დაუშვებლად მიიჩნევენ ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევას ამ პროცესში. ზემოაღნიშნული არის ცალსახა გზავნილი, რომ ვერც ერთ მესამე ძალას ვერ ექნება ვეტოს უფლება საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხზე“, – აცხადებს ის.

ვადასტურებთ, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება – კომუნიკე

მასალების გადაბეჭდვის წესი