ახალი ამბები

“სავარაუდოდ, სისტემური ავარიაა” – მოსახლეობის ნაწილს ელ. ენერგია არ მიეწოდება

14 ივნისი, 2021 • 3753
“სავარაუდოდ, სისტემური ავარიაა” – მოსახლეობის ნაწილს ელ. ენერგია არ მიეწოდება

თბილისის დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. იგივე ინფორმაცია ვრცელდება სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც.

როგორც მოსახლეობა წერს, ელექტროენერგია არ მიეწოდება თბილისის თითქმის ყველა უბანს, მათ შორის, ჩუღურეთის, საბურთალოს, ვაკის, დიდუბის, სანზონისა და ვარკეთილის ნაწილებს.

ნეტგაზეთს „თელასში“ უთხრეს, რომ სავარაუდოდ, სისტემური ავარია მოხდა და სახელმწიფო ელექტრო ისტემაში გადაგვამისამართეს. სსე-ში კი გვითხრეს, რომ განცხადებას მომხდართან დაკავშირებით მალე გაავრცელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი