ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი 2032 წლიდან ვეღარ აწარმოებს “კონიაკს” | შეთანხმება ევროკავშირთან

11 ივნისი, 2021 • 5311
სომხეთი 2032 წლიდან ვეღარ აწარმოებს “კონიაკს” | შეთანხმება ევროკავშირთან

სომხეთის მთავრობის ევროკავშირთან ახალი შეთანხმებით, სომხეთი მიიღებს 3 მილიონი ევროს ოდენობით ფინანსურ დახმარებას სანაცვლოდ იმისა, რომ სომხეთში 2032 წლიდან აღარ მოხდება სასმელის წარმოება დასახელებით “კონიაკი”.

აღნიშნული თანხა მოხმარდება ახალი ბრენდის, მისი პოპულარიზაციისა და გარე ბაზრებზე მისი კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას.

სომხეთში “კონიაკის” დასახელებით სასმელის წარმოება 2032 წლიდან უნდა შეწყვიტონ, რის შემდეგაც ქვეყანას კიდევ 11 წელს მისცემენ, რომ ძველი მარაგები ამოყიდოს.

გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ “კონიაკი” არის ბრენდის განსაკუთრებული სახეობა, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიით გარკვეული ჯიშის ვაზისგან საფრანგეთში, ახალი აკვიტანიის რეგიონში იწარმოება. დასახელება და ტექნოლოგია საფრანგეთისა და ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებით რეგულირდება.

როგორც “ეხოკავკაზა” წერს, სომხეთი და ევროკავშირი სიტყვების “კონიაკისა” და “შამპანურის” გამოყენების შეზღუდვაზე ჯერ კიდევ 2017 წელს შეთანხმდნენ. აღნიშნული პუნქტი მხარეთა ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების ნაწილია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი