ახალი ამბები

შუქრუთელებმა შიმშილობა შეწყვიტეს

9 ივნისი, 2021 • 1330
შუქრუთელებმა შიმშილობა შეწყვიტეს

სოფელ შუქრითის მცხოვრებლებმა, რომლებიც პროტესტის ნიშნად შიმშილობდნენ, შიმშილობა შეწყვიტეს.

ინფორმაცია ნეტგაზეთს ადგილობრივებმა დაუდასტურეს.

“მოყენებულ ზიანს დაითვლის სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, რასაც შემდგომში აანაზღაურებს კომპანია”, – განუცხადა ნეტგაზეთს სოფელ შუქრუთის მცხოვრებმა გიორგი ნეფარიძემ.

აქციის მონაწილეები “ჯორჯიან მანგანეზს” სთხოვდნენ, რომ კომპენსაციები გაცემულიყო ჩანაცვლების პრინციპით. შუქრუთის მკვიდრი თორნიკე ლაბაძე ნეტგაზეთთან აცხადებდა, რომ ადგილობრივებს უნდა მისცემოდათ ქონებაზე მიყენებული ზიანის ღირებულება, რომელიც საკმარისი იქნებოდა სხვა ადგილას ისეთივე სარგებლობის სახლის და ეზოს მოწყობისთვის, როგორიც შუქრუთის მცხოვრებლებს სოფელში ჰქონდათ.

შუქრუთელები მანგანუმის მომპოვებელი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ აქციას 100 დღეზე მეტი მართავდნენ. პროტესტის მონაწილეებმა შიმშილობა გამოაცხადეს და პირი ამოიკერეს.

შუქრუთელი დემონსტრანტები მუდმივად მიუთითებდნენ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უყურადღებობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი