ახალი ამბები

არაა საინტერესო გიჟიმანტასის… უკაცრავად, ჟიგიმანტასის განცხადება — ღარიბაშვილი

9 ივნისი, 2021 • 2247
არაა საინტერესო გიჟიმანტასის… უკაცრავად, ჟიგიმანტასის განცხადება — ღარიბაშვილი

“არ არის საინტერესო გიჟიმანტასის… უკაცრავად, ჟიგიმანტასის განცხადება”, — ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებასთან დაკავშირებით.

რუსმა პრანკერებმა, ვლადიმირ კუზნეცოვმა და ალექსეი სტოლიაროვმა ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის თანაგუნდელის, ლეონიდ ვოლკოვის სახელით დაურეკეს და ჩანაწერი “იუთუბზე” გამოაქვეყნეს.

გამოქვეყნებულ დამონტაჟებულ ვიდეოჩანაწერში ჟიგიმანტას პავილიონისი რუსეთზე, საქართველოზე, უკრაინაზე, ბელარუსზე, ასევ,ე ამ ქვეყნებში ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ “ახლა თავისი ომი აქვს ივანიშვილთან საქართველოში”.

https://www.youtube.com/watch?v=ajJt306_ALI

“ჩემთვის მთავარია, რომ ლიტვის პრეზიდენტი ჩამოდის ორ დღეში. ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე ურთიერთობა და ასე გავაგრძელებთ”, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 10-12 ივნისს ეწვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი