ახალი ამბები

პრემიერი: [არჩევნებზე] 53%-ს ველოდებით

9 ივნისი, 2021 • 1049
პრემიერი: [არჩევნებზე] 53%-ს ველოდებით

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ ელის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე “ქართული ოცნება” ხმათა 43%-ზე ნაკლებს აიღებს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

“რა თქმა უნდა, ჩვენ არჩევნებს გავალთ ძალიან ძლიერად. ყველა ოპოზიციონერმა იცის, რომ ყველა მუნიციპალიტეტს დამაჯერებლად მოვიგებთ. არათუ 43%-ს, არამედ 53%-ს ველოდებით. ეს გადაეცით ყველას. დანარჩენი ყველა კარგად იქნება”, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანმხების თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია “ქართული ოცნება” ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი