ახალი ამბები

ოცნებას ხმები იმიტომ მოაკლდა, რომ რეჟიმი არ გასამართლდა — ზავრადაშვილი ენმ-ზე

9 ივნისი, 2021 • 978
ოცნებას ხმები იმიტომ მოაკლდა, რომ რეჟიმი არ გასამართლდა — ზავრადაშვილი ენმ-ზე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი აცხადებს, რომ თუ „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის შემდეგ საარჩევნო ხმები დააკლდა, ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ გასამართლდა.

ზავრადაშვილმა ეს განაცხადა მას შემდეგ გააკეთა, რაც ენმ-ის დეპუტატმა, ნონა მამულაშვილმა „ოცნებას“ კოლექტიური „ბიძინა ივანიშვილები“ და შანტაჟისა თუ კომპრომატების მსხვერპლი უწოდა.

ნონა მამულაშვილი თავდაპირველად რიმა ბერაძემ გააკრიტიკა, რომელიც პარლამენტში სიტყვით გამოსვლის რიგში შემდეგი იყო.

„უხერხულია, ამასთან დაკავშირებით რომ ლაპარაკობთ, თითქოს კომპრომატები, შანტაჟი, მონები და ა.შ. ძალიან გთხოვთ, მაშინ იყავით კონკრეტული, ვისზე გაქვთ კომპრომატები, ვინ ვის აშანტაჟებს“, — თქვა ზავრადაშვილმა, რომელმაც მოუწოდა ენმ-ს, დაფიქრდნენ, თუ რას ამბობენ მიკროფონთან.

რიმა ბერაძის შემდეგ სიტყვით ირმა ზავრადაშვილი გამოვიდა. მან თავისი დრო „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას დაუთმო. ის აცხადებს, რომ ენმ-ის მმართველობის პერიოდში „ ვინც ხალხს იჭერდა, კლავდა, სახურავზე აგდებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა და მოსახლეობას უკიდურეს მდგომარეობაში აგდებდა“, მომდევნო 9 წელი საბოტაჟით იყო დაკავებული.

„იმის მაგივრად, რომ საქმეზე ილაპარაკოს, კიდევ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. რანაირი კანონი არ უნდა წარმოადგინოთ, ბატონო ანრი [საუბარია „ოცნების“ ავტორობის ამნისტიის კანონპროექტზე], ყველაფერზე უარს იტყვიან ესენი იმიტომ, რომ ენმ-ს უნდა სახის შენარჩუნება, რაც დარჩა იმ ამომრჩეველთან და იმისთვის სჭირდება იმ ჩანაწერის ამოღება აქედან.

სახეს ვეღარ შეინარჩუნებთ და, სხვათა შორის, მე თუ რამეზე პრეტენზია მაქვს, მაქვს იმაზე, რომ დღეს ამათ კიდევ ამის უფლება აქვთ, მილიონზე მეტი ადამიანი უყურებს ამ სხდომას პირდაპირ ეთერში, ესენი არიან „ქართული ოცნების“ მომხრეები, რომლებსაც მხოლოდ ერთადერთი პრეტენზია აქვთ ქართულ ოცნებასთან: რატომ ვაპატიეთ ამათ და პოლიტიკურ არენაზე ესენი დღეს კიდევ არსებობენ. ესაა მთავარი კითხვა და თუ ოცნებას ხმები დააკლდა 2012 წლის შემდეგ, ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ეს რეჟიმი არ გასამართლდა და სათანადო არ მიეზღო ამათ. საკმარისია და გადადით ცოტა კორექტულ ლაპარაკზე. თქვენი აქ ყოფნა მოემსახუროს ხალხს, პირველ რიგში, მათ, ვინც ხმა მოგცათ“, — აცხადებს ზავრადაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი