ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი ალიევს სთავაზობს, სომეხი ტყვეების სანაცვლოდ საკუთარი შვილი გადასცეს

9 ივნისი, 2021 • 2060
ფაშინიანი ალიევს სთავაზობს, სომეხი ტყვეების სანაცვლოდ საკუთარი შვილი გადასცეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს სთავაზობს, სომეხი ტყვეების სანაცვლოდ საკუთარი შვილი გადასცეს.

ფაშინიანმა ეს განცხადება წინასაარჩევნო კამპანიის დროს, აპარანში ამომრჩეველთან შეხვედრისას გააკეთა, რითაც ყოფილ პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს გამოეხმაურა. სარგსიანმა ფაშინიანს 20-25 სომეხი ტყვეს სანაცვლოდ საკუთარი შვილის გადაცემა შესთავაზა.

“მე თანახმა ვარ. ოფიციალურად ვთავაზობ ალიევს ჩემს შვილს ყველა ტყვეს სანაცვლოდ. სერჟიკას და რობიკს [სერჟ სარგსიანი, რობერ ქოჩარიანი], როგორც ადამიანებით ვაჭრობის სპეციალისტებს ამ საკითხში, ალიევთან მოლაპარაკებების გამართვის უფლებამოსილებას ვანიჭებ”, – ციტირებს azatutyun.am ფაშინიანს.

ყარაბაღის 2020 წლის ომის შემდეგ, სომხური მხარე აზერბაიჯანში 200-მდე სომეხი ტყვეს არსებობის შესახებ აცხადებს. ბაქო ირწმუნება, რომ ერევანს ყველა ტყვე გადასცა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი