ახალი ამბები

თბილისიდან კიევში ჩაფრენილ თვითმფრინავში ბომბს ეძებდნენ — უკრაინული მედია

8 ივნისი, 2021 • 1397
თბილისიდან კიევში ჩაფრენილ თვითმფრინავში ბომბს ეძებდნენ — უკრაინული მედია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, თბილისიდან კიევში დღეს ჩაფრენილ თვითინმფრინავში სამართალდამცავები ბომბს ეძებდნენ. საუბარია ავიაკომპანია SkyUp Airlines-ის რეისზე, რომელიც თბილისიდან 13:27 საათზე გაფრინდა.

როგორც strana.ua იტყობინება, მგზავრები თვითმფრინავიდან ხუთკაციან ჯგუფებად ჩასხეს, რომელთაც სამართალდამცავები ძაღლებით ამოწმებდნენ. ასევე დეტალურად შეამოწმეს მათი ბარგი.

მედიასაშუალებას ბორისპოლის აეროპორტში განუცხადეს, რომ თვითმფრინავში ბომბის არსებობაზე შეტყობინება მიიღეს, რაც არ დადასტურდა, აეროპორტი კი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი