ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი ყარაბაღის ომში 3700-მდე სომეხი ჯარისკაცის დაღუპვას ადასტურებს

8 ივნისი, 2021 • 1447
ფაშინიანი ყარაბაღის ომში 3700-მდე სომეხი ჯარისკაცის დაღუპვას ადასტურებს

“მინდა გითხრათ, რომ ყარაბაღის 44-დღიანი ომში ოფიციალურად დადასტურებული დაღუპულთა რიცხვი 3700-მდე მერყეობს. ვფიქრობთ, რომ ეს რიცხვი შეიძლება 4000-მდე გაიზარდოს. ვინმე ამიხსნის, რატომ აგრძელებენ [ოპოზიცია] საუბარს ხუთ, შვიდ ათას დაღუპულზე? რას ნიშნავს მსხვერპლის რაოდენობის გაზრდა”, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა წინაასარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქალაქ არმავირში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.

ყარაბაღის 2020 წლის ომში სომხური მხრიდან დაღუპულთა შესახებ დასახელებულ რიცხვს არ ენდობა სომხეთის ოპოზიცია. მათი მტკიცებით, ეს რიცხვი ბევრად მეტია.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ომის დაწყებიდან პირველად 2020 წლის დეკემბერში გაავრცელა ინფორმაცია საკუთარი დანაკარგების შესახებ. აზერბაიჯანული მხარის მაშინდელი ცნობით, 27 სექტემბერს დაწყებულ ომში დაიღუპა აზერბაიჯანის 2783 ჯარისკაცი.

2020 წლის ყარაბაღის ომის შედეგად აზერბაიჯანმა კონტროლი მოიპოვა ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ძირითადად სამხრეთ ნაწილზე, მათ შორის ქალაქებზე – შუშა და ჰადრუთი. ასევე მთიანი ყარაბაღის ოლქის გარშემო მდებარე ყველა იმ რაიონზე, რომელზეც პირველი ომის შედეგად აზერბაიჯანული იურისდიქცია აღარ ვრცელდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი