ახალი ამბები

გამოვლინდა კორონავირუსის 1023 შემთხვევა, გარდაიცვალა 17 ადამიანი – 8 ივნისი

8 ივნისი, 2021 • 800
გამოვლინდა კორონავირუსის 1023 შემთხვევა, გარდაიცვალა 17 ადამიანი – 8 ივნისი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1023 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 17 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც უწყება წერს, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 510 პირი, ხოლო ჩატარდა 29 517 ტესტი, მათ შორის 7 932 – PCR.

„რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.47 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.81%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.92%“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ქვეყანაში გამოვლენილი ახალი 1023 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 546
  • აჭარა – 78
  • იმერეთი – 90
  • ქვემო ქართლი – 46
  • შიდა ქართლი – 30
  • გურია – 34
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 108
  • კახეთი – 54
  • მცხეთა – მთიანეთი – 9
  • სამცხე ჯავახეთი – 10
  • რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 422, საიდანაც 3 333 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 887, აჭარაში – 317, იმერეთში – 416.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 731 პირი, მათ შორის, თბილისში – 349, აჭარაში – 86, იმერეთში -134. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 201 პირი, მათგან თბილისში – 132, აჭარაში – 11, იმერეთში – 10. 635 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 385 – თბილისში, 222- აჭარაში. 6 454 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 16 062.

საქართველოში კორონავირუსის 350 428 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 335 029 გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 951 გარდაიცვალა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი