ახალი ამბები

ლენტეხში მიკროავტობუსის მძღოლი ცემით მოკლეს

8 ივნისი, 2021 • 3315
ლენტეხში მიკროავტობუსის მძღოლი ცემით მოკლეს

ლენტეხის სოფელ ჩიხარეშში სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლი, შუახნის კაცი, რობინზონ თუთარაშვილი მოკლეს. „მთავარი არხის“ ცნობით, მას რამდენიმე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა და ადგილზე უგონო მდგომარეობაში დატოვეს.

„ნაცემი მიატოვეს და მერე იპოვა ვიღაცამ და დარეკა სასწრაფოში“, – ამბობს არხთან საუბარში დაღუპულის ნათესავი, გიორგი თუთარაშვილი.

მისი თქმითვე, 47 წლის რობინზონ თუთარაშვილი სასტიკად იყო ნაცემი და კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

დაღუპულის კიდევ ერთი ნათესავი, ირმა თუთარაშვილი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, დაღუპულს ფულს სძალავდნენ ხოლმე:

„აწერდნენ ფულს, 100, 200 დოლარს, მერე ვეღარ მისცა და მაგაზე [მოხდა შელაპარაკება]“.

„ნეტგაზეთს“ შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მუხლი, სავარაუდოდ, გადაკვალიფიცირდება.

„რუსთავი 2“ წერს, რომ გარდაცვლილის ოჯახის ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი. „ნეტგაზეთი“ ელოდება ამ ინფორმაციის დაზუსტებას შსს-სგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი