ახალი ამბები

აშშ: საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი 3 ევროპული ქვეყანაა, რომელთაც კორონავირუსის ვაქცინას გადავცემთ

7 ივნისი, 2021 • 1914
აშშ: საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი 3 ევროპული ქვეყანაა, რომელთაც კორონავირუსის ვაქცინას გადავცემთ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყანა იქნება, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას აშშ-სგან მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, შეერთებული შტატებს სურს, რომ საქართველოს დაეხმაროს ეკონომიკის აღდგენის პროცესში.

იმის შესახებ, რომ საქართველო აშშ-სგან ვაქცინებს მიიღებდა, სენატორმა ჯინ შაჰინმა თბილისში ვიზიტისას, 3 ივნისს ისაუბრა. მისი განცხადებით, თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ საქართველოს ვაქცინებს გამოუყოფს.

დღეს, 7 ივნისს საქართველოსთვის ვაქცინების გადაცემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმაც. მისი თქმით, ლატვია საქართველოს 15 ათას დოზა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას გადმოსცემს.

7 ივნისს, დღის პირველ ნახევარში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად საქართველოში ამ დროისთვის 173 345 აცრა ჩატარდა, მათ შორის სრულად 47 749 ადამიანია აცრილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი