ახალი ამბები

საქართველოში OmanAir და EuroWings იფრენენ — ნათია თურნავა

7 ივნისი, 2021 • 689
საქართველოში OmanAir და EuroWings იფრენენ — ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში ორი ახალი ავია-კომპანია, OmanAir და დაბალ-ბიუჯეტიანი EuroWings დაიწყებენ ფრენას.

“ჩვენს ბაზარზე შემოდიან ახალი ავიაკომპანიები. OmanAir შემოვა საქართველოში და დაიწყებს ფრენებს. ასევე, ივლისიდან დავუდასტურეთ EuroWings-ს, რომ კვირაში რამდენიმე ფრენას განახორციელებს თბილისი-დუსელდორფის მიმართულებით”, — განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, გარდა ახალი ავიაკომპანიებისა, საქართველოში უკვე მომუშავე კომპანიები მიმართავენ მთავრობას, რათა გაზარდონ ფრენის სიხშირეები.

“ეს, მთლიანობაში, ძალიან პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის იმ თვალსაზრისით, რომ ის პროცესი, რასაც ტურიზმის აღდგენა ჰქვია, გაგრძელდება და გაძლიერდება”, — განაცხადა ნათია თურნავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი