ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომეხი სამხედრო აზერბაიჯანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

7 ივნისი, 2021 • 953
სომეხი სამხედრო აზერბაიჯანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ყარაბაღის 44- დღიანი ომის დროს სომხეთის შეიარაღებისა და სამხედროთა დისლოკაციის შესახებ აზერბაიჯანული მხარისთვის ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით დაკავებულია სამხედრო და მისი დამხმარე პირი.

“ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და მისი მეგობარი – სომხეთის მოქალაქე, გაემგზავრნენ თურქეთში, სადაც აზერბაიჯანის სპეცსამსახურების თვალთახედვის არეში მოხვდნენ. მათ მატერიალური სარგებლის მიღების მოტივით საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და უსაფრთხოება გაწირეს და შემოთავაზებული წინადადება მიიღეს. აღნიშნული პირები აზერბაიჯანის სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან შესახვედრად და მითითებების მისაღებად სხვა ქვეყანაში ჩავიდნენ”, – აცხადებს გამოძიება.

გამომძიებლების ვერსიითვე, 2020 წლის შემოდგობით ბრალდებულები აზერბაიჯანულ მხარეს გადასცემდნენ სამხედრო და სახელმწიფო საიდუმლო მასალებს, მათ შორის, სამხედროთა დისლოკაციისა და იარაღის რაოდენობის შესახებ.

“კერძოდ, ერთ-ერთი ბრალდებული, რომელიც “უნაკლო მსახურებისთვის” და “საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის” დაჯილდოვდა მედლებით, 2020 წლის ოქტომბრის ბოლომდე აწვდიდა საჰაერო თავდაცვის განლაგების, სარაკეტო სისტემების, სამხედრო პოზიციების შესახებ ვიდეო და ფოტომასალებს.

მეორე ბრალდებული, გამოძიების ცნობით, ინფორმაციას საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების ადგილმდებარეობის შესახებ აგროვებდა.

სომხური მხარის ცნობით, ორiვე ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. ბრალდებულებს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი