ახალი ამბები

კორონავირუსი: გამოვლინდა 307 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 24 ადამიანი

7 ივნისი, 2021 • 928
კორონავირუსი: გამოვლინდა 307 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 24 ადამიანი

Stop.cov.ge-ის თანახმად 7 ივნისის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 11 117 ტესტიდან 307 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დადებითობის მაჩვენებლმა 2.76% შეადგინა. ასევე, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 1 014 პირი და გარდაიცვალა 24 ადამიანი.

ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 174 შემთხვევა
  • აჭარა – 31
  • იმერეთი – 21
  • ქვემო ქართლი – 20
  • შიდა ქართლი – 3
  • გურია – 3
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 28
  • კახეთი – 14
  • მცხეთა-მთიანეთი – 7
  • სამცხე-ჯავახეთი – 4
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის მაჩვენებელი ბოლო 14 დღის მანძილზე 2.88%-ია, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.98%.

ასევე, ამ დროისთვის 9 926 ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, მათ შორის 3 428 ადამიანი მკურნალობს კლინიკაში, საიდანაც 202 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. 627 ადამიანი კლინიკა-სასტუმროშია მოთავსებული, საცხოვრებელ ბინაზე კი მკურნალობის კურსს 5 871 პირი გადის.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 349 405-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი