ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“გვაქვს მომავალი, მომავალი გვაქვს” – ფაშინიანის საარჩევნო ლოზუნგი

7 ივნისი, 2021 • 902
“გვაქვს მომავალი, მომავალი გვაქვს” – ფაშინიანის საარჩევნო ლოზუნგი

“ძვირფასო მოქალაქე, მოგმართავს ოთხი შვილის მამა, გაზეთი “აიკაკან ჟამანაკის” ყოფილი მთავარი რედაქტორი, ყოფილი პოლიტპატიმარი, 2012-18 წლებში ეროვნული კრების დეპუტატი, 2017-18 წლებში ფრაქცია “გამოსავლის” ლიდერი, რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ნიკოლ ფაშინიანი”, – ასე იწყებს მოქალაქეებისადმი მიმართვას სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ნიკოლ ფაშინიანი საარჩევნო კამპანიის დაწყების წინ.

როგორც ფაშინიანი წერს, სომხეთის მოქალაქეებმა “მრავალი წლის განმავლობაში ბევრი ითმინეს, სანამ “სამშობლოს ლპობის” მომსწრე არ გახდნენ.

“ჩვენი სამშობლო დაემსავსა უფსკრულში ჩასავარდნად განწირულ მანქანას, რომლის კონტროლსაც საჭის, ბორბლების, მუხრუჭებისა და ძრავის გარეშე ვცდილობდით.  ამ პროცესის შეჩერებას ვცდილობდით სირთულეებით, დიდი დანაკარგებით, მრავალი მსხვერპლითა და მშფოთვარე პერიოდებში. გახსოვს ,რამდენი წელი ცხოვრობდი იმ ფიქრით, რომ ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს და როცა შეიცვალე აზრი, ზუსტად მაშინ მოხდა ყველაზე დიდი კატასტროფა და ისევ დაიწყე იმაზე ფიქრი, რომ მომავალი არ გვაქვს. არ უნდა დაკარგო უნარი მომავალზე ოცნების. გამარჯობა, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქევ, გწერ, რომ გითხრა, რომ არსებობს მომავალი, მომავალი არსებობს და მას ჩვენ ვქმნით დღეს. შენი ნიკოლი”. 

სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში 20 ივნისს 26 პოლიტიკური ძალა მონაწილეობს.

სომხეთში პოლიტიკური კრიზისი 2020 წლის 10 ნოემბერს, ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დაიწყო, როდესაც ფაშინიანის ოპოზიციამ მისი გადადგომა მოითხოვა. კრიზისისა და საპროტესტო აქციების ფონზე ნიკოლ ფაშინიანმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს დანიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი