ახალი ამბები

გამოვლინდა ინფიცირების 504 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 17 ადამიანი – 6 ივნისი

6 ივნისი, 2021 • 1078
გამოვლინდა ინფიცირების 504 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 17 ადამიანი – 6 ივნისი

6 ივნისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გამოჯანმრთელდა 1201 პირი, გარდაიცვალა – 17.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 288 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 505 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 783 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.76%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.92%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2,99%.

504 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 258 შემთხვევა;
  • აჭარა – 50;
  • იმერეთი – 50;
  • ქვემო ქართლი – 36;
  • შიდა ქართლი – 15;
  • გურია – 7;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 48;
  • კახეთი – 24;
  • მცხეთა-მთიანეთი – 8;
  • სამცხე-ჯავახეთი – 8;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ მონაცემებით, საქართველოში პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 349 098-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 333 505 პირი. ვირუსს 4 910 ადამიანი ემსხვერპლა.

“ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 657, საიდანაც: 3 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 908, აჭარაში – 328, იმერეთში – 416.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 752 პირი, მათ შორის, თბილისში – 354, აჭარაში – 89, იმერეთში -138. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 207 პირი, მათგან თბილისში – 136, აჭარაში – 11, იმერეთში – 12.

630 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 373 – თბილისში, 227- აჭარაში. 6 609 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”, — აცხადებს საქართველოს მთავრობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი