ახალი ამბები

ქუთაისის მეტალურგიულ საწარმოში მუშა დაიღუპა

4 ივნისი, 2021 • 885
ქუთაისის მეტალურგიულ საწარმოში მუშა დაიღუპა

ქუთაისში, ერთ-ერთ მეტალურგიულ ქარხანაში მუშა გარდაიცვალა.

როგორც თვითმხილველები ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ამბობენ, კაცი ამწედან გადმოვარდა. მათივე ინფორმაციით, ის საწარმოში წელიწადზე მეტხანს მექანიკოსად მუშაობდა.

ნეტგაზეთს შინაგან საქმეთსა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო და სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი