ახალი ამბები

3 ივნისი: გამოვლინდა კორონავირუსის 833 შემთხვევა, 19 ადამიანი გარდაიცვალა

3 ივნისი, 2021 • 1367
3 ივნისი: გამოვლინდა კორონავირუსის 833 შემთხვევა, 19 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 833 შემთხვევა გამოვლინდა და 19 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი შემთხვევები 28 191 კვლევის საფუძველზე გამოვლინდა, მათგან 16 183 ანტიგენის და 12 008 PCR ტესტი იყო. ქვეყანაში Covid-19-ის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 346 983-მდე გაიზარდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს, ჯამში, 4 853 ადამიანი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.95%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.16%, ხოლო 7 დღის მანძილზე 2.91% იყო. 

გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისი – 431
  • აჭარა – 63
  • იმერეთი – 78
  • ქვემო ქართლი – 46
  • შიდა ქართლი – 32
  • გურია – 15
  •  სამეგრელო – ზემო სვანეთი – 76
  • კახეთი – 53
  • მცხეთა-მთიანეთი – 13
  • სამცხე-ჯავახეთი – 15
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11

ამ ეტაპზე ინფიცირების აქტიური შემთხვევა 11 383-ია, მათგან 3 490 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი