ახალი ამბები

მამამ თბილისში შვილის გენდერის ნიშნით მოკვლა სცადა

3 ივნისი, 2021 • 3487
მამამ თბილისში შვილის გენდერის ნიშნით მოკვლა სცადა

მამას, რომელმაც გენდერის ნიშნით შვილის მკვლელობა სცადა, 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2020 წლის 15 სექტემბერს თბილისში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამამ, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, ურთიერთშელაპარაკების დროს, თავის შვილს (გოგოს) დანით ცხრა ჭრილობა მიაყენა. როგორც საგამოძიებო უწყება აცხადებს, მამა კონფლიქტის დროს ამბობდა, რომ “როგორც მამა და მამაკაცი, ქალზე უპირატესი იყო, უფლება ჰქონდა გადაეწყვიტა, ვისთან იმეგობრებდა და როგორ იცხოვრებდა მისი შვილი”.

მათივე ცნობით, მამამ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, რადგან დაზარალებული წინააღმდეგობას უწევდა და გაქცევას ცდილობდა. ასევე, მას დახმარება გაუწია იქვე მყოფმა პირმა და განარიდა იგი.

სამართალდამცველებმა მამა 16 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ1„ და „ვ“ ქვეპუნქტებით (მკვლელობის მცდელობა, გენდერის ნიშნით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი