ახალი ამბები

გვსურს დავრწმუნდეთ, რომ მათი წუხილი არის მოსმენილი – დეგნანი შუქრუთზე

2 ივნისი, 2021 • 2657
გვსურს დავრწმუნდეთ, რომ მათი წუხილი არის მოსმენილი – დეგნანი შუქრუთზე

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, შუქრუთელი დემონსტრანტების საკითხში აშშ-ის საელჩოს ჩართულობა ფასილიტაციაში გამოიხატება.

მანამდე შუქრუთის აქციის მონაწილეები თბილისში ჩამოვიდნენ და აშშ-ის საელჩოს დახმარება სთხოვეს.

“შეერთებულ შტატებს არ აქვს პირდაპირი როლი ამ საკითხში, მაგრამ საელჩოს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფიცერი შეხვდა გუშინ მათ, მოისმინა მათი წუხილი. ჩვენ ვცდილობთ მათთვის შეხვედრების ფასილიტაციას სახალხო დამცველის ოფისთან, შესაბამის ენჯეოებთან, რომლებსაც შეუძლიათ მათი დახმარება, რათა მათი პრობლემები გადაიჭრას. ჩვენი როლი შეიძლება იყოს დამაკავშირებელი, სხვა ინტერესი აშშ-ს არ აქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ, რომ ისინი არიან კარგად და მათი წუხილი არის მოსმენილი და გაგონილი”,- განაცხადა დეგნანმა

მასალების გადაბეჭდვის წესი