ახალი ამბები

ფოთში ბებიის ბლაგვი საგნით მკვლელობის ბრალდებით შვილიშვილი დააკავეს

2 ივნისი, 2021 • 941
ფოთში ბებიის ბლაგვი საგნით მკვლელობის ბრალდებით შვილიშვილი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს პირი, რომელსაც ბრალად ედება ბებიის ბლაგვი საგნით მკვლელობა.

უწყებაში განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ფოთში, საცხოვრებელ სახლში, თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენა ბებიას – 1953 წელს დაბადებულ ნ.ჯ-ს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დამტკიცების შემთხვევაში 1ბრალი ითვალისწინებს 3-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

მასალების გადაბეჭდვის წესი