ახალი ამბები

ეგ იარაღი იქ არ აღმოგაჩნდეს, სადაც მოგეწონებოდა – სააკაშვილი ეპისკოპოს იაკობს

1 ივნისი, 2021 • 4245
ეგ იარაღი იქ არ აღმოგაჩნდეს, სადაც მოგეწონებოდა – სააკაშვილი ეპისკოპოს იაკობს

„ემანდ, ფრთხილად, ეგ იარაღი, რომლის აღებისკენ მოუწოდებ, მთლად იქ არ აღმოგაჩნდეს, სადაც მოგეწონებოდა, „მეუფე“, – ასე გამოეხმაურა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბოდბელ ეპისკოპოს იაკობს.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა მანამდე განაცხადა: „დღევანდელ სიტუაციაში ქართველი კაცი, გინდ არ მოსწონდეს მმართველი პარტია, „ნაციონალების“ დაბრუნებას, მით უმეტეს, მიშას დაბრუნებას, არ დაუშვებს. ვიცი განწყობა, იარაღსაც აიღებენ ხელში“.

სააკაშვილმა ამაზე პასუხად ფეისბუკზე დაწერა: „იმედია, ყველა პატრიოტი სასულიერო პირი გაემიჯნება ამ უპრეცედენტოდ სამარცხვინო განცხადებას“.

„მე, როგორც საქართველოს ეკლესიის რიგითი შვილი, შეურაცხყოფილი ვარ ყველა სხვა მორწმუნე ნაციონალთან და ზოგადად ყველა ნორმალურ ადამიანთან ერთად და ველი დედაეკლესიისგან დაუყოვნებლივ და არა ორაზროვან რეაგირებას“, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი პოლიტიკური პარტიის შექმნას არ გამორიცხავს

მასალების გადაბეჭდვის წესი