ახალი ამბები

გახარია ეცდება, “ოცნებას” წაგლიჯოს ხმები, ივანიშვილის გაკრიტიკება მისთვის მომგებიანი არ იქნება — სამხარაძე

1 ივნისი, 2021 • 1022
გახარია ეცდება, “ოცნებას” წაგლიჯოს ხმები, ივანიშვილის გაკრიტიკება მისთვის მომგებიანი არ იქნება — სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ ექსპრემიერი გიორგი გახარია “ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილს არ აკრიტიკებს, რადგან მას “ოცნების” ამომრჩევლების ხმების წაღება სურს.

“ეს არის გახარიას, როგორც პოლიტიკოსის, არჩევანი. თუმცა მე ამას უფრო ტაქტიკურ სვლას მივაწერდი.  გახარია ეცდება, “ქართულ ოცნებას” წაგლიჯოს ხმები ამ არჩევნებზე, ამიტომ მისთვის ტაქტიკურად არ იქნება მომგებიანი, რომ “ქართული ოცნება” აკრიტიკოს, ან ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ის ტაქტიკა, რომელსაც ის, სავარაუდოდ, გამოიყენებს. იმიტომ, რომ ის ახალი პარტიის წარმომადგენელია და საზოგადოების მხარდაჭერა მას აუცილებლად დასჭირდება”, — განაცხადა სამხარაძემ.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას პარტია “ქართული ოცნება 2” ვერ იქნება, რადგან ის პარტიის სიის პირველი ნომერი იყო და თუ “ქართულ ოცნებაში“ ყოფნა სურდა, “არავინ უშლიდა”.

ამასთან, სამხარაძის თქმით, არ ჰგონია, გიორგი გახარიამ ადგილობრივ არჩევნებში იმდენი ხმა მოაგროვოს, რომ მასთან სადმე კოალიცია გახდეს საჭირო.

მასალების გადაბეჭდვის წესი