ახალი ამბები

საქართველოში კორონავირუსის სამხრეთაფრიკული შტამი დადასტურდა

1 ივნისი, 2021 • 1023
საქართველოში კორონავირუსის სამხრეთაფრიკული შტამი დადასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ე.წ. სამხრეთაფრიკული შტამის ერთი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა.

“მოგეხსენებათ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ რეკომენდაცია გასცა, რომ გარკვეულწილად დისკრიმინაცია რომ არ იყოს, არ ვახსენებთ სიტყვებს: სამხრეთაფრიკული, ინდური, ბრიტანული და ა.შ. და მათი აბრევიატურებით ვისარგებლოთ. ამ შემთხვევაში საუბარია B1-351 შტამზე, რომელიც დაუდასტურდა საქართველოს ერთ მოქალაქეს დუბაიში მოგზაურობის ისტორიით. კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უკვე თითქმის განკურნებულია”, — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ამ დროისთვის დომინირებს კორონავირუსის იგივე შტამი, რაც გავრცელებულია ბრიტანეთში. ასევე, დადასტურდა “ინდური შტამის” 5 შემთხვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი