ახალი ამბები

გია ბარამიძე აცხადებს, რომ ენმ-ს დატოვებას არ აპირებს

30 მაისი, 2021 • 1289
გია ბარამიძე აცხადებს, რომ ენმ-ს დატოვებას არ აპირებს

ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს წევრი გია ბარამიძე აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების გამო ენმ-ს დატოვებას ან პროცესებისგან გამიჯვნას არ აპირებს. ამის შსახებ ბარამიძე, რომელიც პარლამენტში ენმ-ს შესვლის მოწინააღმდეგე იყო, ფეისბუკზე წერს.

“დღეს ენმ პოლიტიკურმა საბჭომ არ გაიზიარა ჩემი წინადადება, რომ პარლამენტში შესვლა არ შესვლის გადაწყვეტილება, “იდეების პრაიმერისით” მეთოდით მოგვეხდიანა და ხმათა დიდი უმრავლესობით, ჩვენი ბლოკის 33 წევრის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება (იმ პირობით, რომ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოვაწერთ) მიიღო.

ცხადია მე (და კიდევ 9 კოლეგამ) ამ გადაწყვეტილწბის წინააღმდეგი მივეცი ხმა, მაგრამ რადგან მიმაჩნია, რომ პუტინისტი ოლიგარქის რეჟიმის დასამარცხებლად, მთავარია ჩვენი გუნდის ერთიანობა და ამ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლის ერთად გაგრძელება, ბუნებრივია პატივს ვცემ საბჭოს უმრავლესობის გადაწყვეტილებას.

საბჭოს გადაწყვეტილებით გაბრაზებულმა ზოგმა ენმ გულანთებულმა წევრმა, მალევე მკითხა: ამ გადაწყვეტილების გამო პარტიის დატოვებას ან პროცესებიდან გამიჯვნას ხომ არ ვაპირებ?

საჯაროდ, მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ ამ საჩუქარს ოლიგარქს და ჩვენი გუნდის მტრებს არ გავუკეთებ და რაც არ უნდა არ ვეთანხმებოდე საბჭოს უმრავლესობის გადაწყვეტილებას, როგორც დემოკრატიულ პარტიას და ჩვენს მებრძოლ გუნდს შეეფერება, ჩემს კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას ამ მოღალატეთა ქვეყნის დამაქცეველი რეჟიმის წინააღმდეგ”, – აცხადება ბარამიძე.

ენმ პარლამენტში შედის

მასალების გადაბეჭდვის წესი