ახალი ამბები

გამოვლინდა ინფიცირების 986 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 12 ადამიანი – 29 მაისი

29 მაისი, 2021 • 920
გამოვლინდა ინფიცირების 986 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 12 ადამიანი – 29 მაისი

29 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 986 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გამოჯანმრთელდა 590 პირი, გარდაიცვალა – 12.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 286 კვლევა ტესტით, მათ შორის 28 001 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 285 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2,28%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3,53%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2,97%.

986 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 535 შემთხვევა;
  • აჭარა – 82;
  • იმერეთი – 76;
  • ქვემო ქართლი – 46;
  • შიდა ქართლი – 26;
  • გურია – 14;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 100;
  • კახეთი – 51;
  • მცხეთა-მთიანეთი –  38;
  • სამცხე-ჯავახეთი – 12;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6

ამ მონაცემებით, საქართველოში პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 342 880-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 325 016 პირი. ვირუსს 4 739 ადამიანი ემსხვერპლა.

“ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 099, საიდანაც: 3 826 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 073, აჭარაში – 389, იმერეთში – 492.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 887 პირი, მათ შორის, თბილისში – 413, აჭარაში – 96, იმერეთში -164. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 222 პირი, მათგან თბილისში – 147, აჭარაში – 16, იმერეთში – 16.

693 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 361 – თბილისში, 287- აჭარაში. 8 580 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”, – აცხადებს საქართველოს მთავრობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი