ახალი ამბები

გუმათში რკინის ბარიკადებზე ერთ საათზე მეტია, აბრახუნებენ

28 მაისი, 2021 • 1145
გუმათში რკინის ბარიკადებზე ერთ საათზე მეტია, აბრახუნებენ

“რიონის ხეობის მცველები” ერთ საათზე მეტია [23:00], პროტესტის ნიშნად აბრახუნებენ ბარიკადებზე, რომელიც გუმათის დასახლებაში პოლიციამ რამდენიმე დღის წინ აღმართა.

ამ გზით პოლიცია ცდილობს, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები არ შეუშვას რიონის ხეობაში, სადაც კომპანია “ენკა” ხელისუფლების ხელშეწყობით ჰესის აშენებას ცდილობს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი პოლიციისგან მშვიდობიანი მეთოდებით ითხოვენ, გზის გაგრძელების საშუალება მიეცეთ ხეობის მიმართულებით, სადაც “მთელი ცხოვრება” დადიოდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი